DAE-ს მიღმა

სიმჯი პარკი - მშვიდი მომენტების არტისტი, ახლა უკვე DAE-ში
ზოგი არტ პრინტი პირველივე წამს იპყრობს მზერას. ზოგი კი უფრო წყნარია - ისეთი, რომელსაც დროთა განმავლობაში, ნელა შეიყვარებ. სიმჯი პარკის ილუსტრაციები სწორედ ამ მეორე ტიპს მიეკუთვნება. სიმჯი კორეელი არტისტია, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს და მუშაობს. პარალელურად ანიმაციასაც ასწავლის, თუმცა მისი შემოქმედება სულ სხვა თემებს ეხმაურება - ემოციას, მეხსიერებას და ყოველდღიურობის იმ წუთებს, რომლებსაც ჩვეულებრივ ვერც კი ვამჩნევთ. ახლა კი მისი ეს სამყარო DAE-ს კოლექციის ნაწილი გახდა. სტილი, რომელიც არაფერს ხსნის - მაგრამ ბევრს გაგრძნობინებს როცა სიმჯის საკუთარი სტილის აღწერა სთხოვეს, პასუხი მარტივი და ზუსტი იყო: რბილი, პოეტური და თავშეკავებული. მისთვის... დაწვრილებით...
DAE Studio: The Tbilisi Souvenir Shop That Isn't Really a Souvenir Shop
DAE Studio: The Tbilisi Souvenir Shop That Isn't Really a Souvenir Shop If you've typed "hidden gems in Tbilisi" or "unique souvenirs in Georgia" into a search bar while planning your trip, you've probably scrolled past a dozen lists of the same wine cellars and chacha tastings. Great experiences, but what about something you can actually bring home? Something that isn't a shot glass with "I ❤️ Georgia" printed on it? That's where DAE Studio comes in. What Is DAE, Exactly? DAE isn't a typical gift shop and it isn't... დაწვრილებით...
DAE-ს 5 ყველაზე გაყიდვადი პოსტერი, რომლებმაც უკვე ასობით სახლი შეცვალეს
როგორ შეუძლია ერთ პოსტერს მთლიანად შეცვალოს სივრცის განწყობა? როდესაც ინტერიერზე ვფიქრობთ, ყურადღებას პირველ რიგში ავეჯს, განათებას ან კედლების ფერს ვუთმობთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში სწორედ კედლის დეკორი არის ის დეტალი, რომელიც სივრცეს დასრულებულ იერს აძლევს და მას ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. სწორად შერჩეულ პოსტერს შეუძლია ცარიელი კედელი ისტორიად აქციოს, ოთახს სითბო შემატოს, ფერები დააბალანსოს ან პირიქით - გახდეს მთავარი აქცენტი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში wall art უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ დეკორაცია - ის სახლის განწყობის ნაწილია. DAE-ში წარმოდგენილი თითოეული პოსტერი სხვადასხვა ქართველი და საერთაშორისო ილუსტრატორის ნამუშევარია, თუმცა რამოდენიმე მათგანი... დაწვრილებით...
რეალობასა და სიზმრებს შორის – ევგენია
დაეს თვის არტისტი - ევგენია.უკრაინელი ხელოვანი, რომელიც ბერლინში მოღვაწეობს. ის ქმნის სამყაროებს, რომლებიც სიზმარსა და რეალობას შორის არსებობს. მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ და შემოქმედებით გზაზე.მე მქვია ევგენია, ვარ უკრაინელი არტისტი, ამჟამად ბერლინში ვცხოვრობ. ჩემი შემოქმედებითი გზა 2018 წელს დაიწყო და თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული წარმოსახვასთან, სიზმრებთან და შინაგან ვიზუალურ სამყაროსთან. ვქმნი ილუსტრაციებს ტექსტილისა და ავეჯისთვის, ვმუშაობ მუსიკოსებისთვის ქავერებისა და ანიმაციების დიზაინზე, ასევე ზოგჯერ ვარ VJ და სკულპტორი.  რა იყო ის პირველი ინსპირაცია, რომელმაც ხატვა და ილუსტრაციების შექმნა დაგაწყებინათ? ინსპირაცია გულისტკივილიდან მოვიდა. რომ არა ეს, შესაძლოა დღეს დიდ კორპორაციაში მემუშავა.... დაწვრილებით...
სინათლე, რომელსაც ტყე გჩუქნის
ყველაფერი აქ, თბილისის მიმდებარე ტყეებიდან იწყება. ბუნების მიერ უკვე ფორმირებული, დამტვრეული ტოტებისა და ფრაგმენტების შეგროვებას მახვილი თვალი სჭირდება. ყველა როდი გამოდგება. საჭიროა ისეთის პოვნა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ფორმა ხასიათი და ისტორია, რომელსაც მოჰყვება ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინტერიერსა თუ გარემოში.ბუნებრივად გამხმარი ხის დეტალები თუ დაგრეხილი ტოტები - ყველა სახელოსნოში იყრის თავს ახალი გზის თავიდან დასაწყებად.ხე გადის დამუშავების რამდენიმე ეტაპს. პირველ რიგში, იწმინდება. რადგან სველი იბზარება, ამიტომ მხოლოდ სრულად გამომშრალ მასალას ვირჩევთ. შემდეგ მოდის ზედაპირის დამუშავება: დაზიანებულინაწილების მოშორება, ქერქის შენახვა ან ამოღება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ავლენს ხე მის საუკეთესო ტექსტურას. ვიყენებთ სხვადასხვა სისქის სახეხ ქაღალდს, ვიდრე ზედაპირი ნაზსა და... დაწვრილებით...
ზოდიაქოს შარფების კოლექცია: მორიელის სეზონი
როდესაც ქართველმა მხატვარმა ანანო ქევანიშვილმა DAE-ს ზოდიაქოს შარფების კოლექციაზე მუშაობა დაიწყო, ის არ ფიქრობდა ასტროლოგიაზე ან ვარსკვლავურ რუკებზე. შთაგონება მის გარშემო მყოფი, რეალური ადამიანებიდან მოდიოდა - მეგობრებიდან, კოლეგებიდან, გამვლელებიდან. თითოეული მათგანი გარკვეულ ენერგიას, ფერებს ატარებდა. ასე დაიბადა იდეა „12 ქალი, 12 განწყობა, 12 ზოდიაქოს ნიშანი“. ზოდიაქოს კოლექციის მეშვეობით, ანანომ ადამიანებზე შთაბეჭდილებები ხელოვნებად აქცია. თითოეული შარფი არა ჰოროსკოპს, არამედ გრძნობას ასახავს. ზოდიაქო ძველ ბაბილონში წარმოიშვა, სადაც ადამიანები ვარსკვლავებს ბედისწერისა და დროის შესახებ ისტორიების მოსაყოლად იყენებდნენ. მოგვიანებით, ბერძნებმა ამ ვარსკვლავურ ნიმუშებს სახელები და პიროვნული თვისებები მიანიჭეს. დღეს ზოდიაქო მითოლოგიისა და მეტაფორებს შორის... დაწვრილებით...
სიზმრისმაგვარი მოგზაურობა ფერებს და კულტურებს შორის
ნინო ბაკურაძე არა მხოლოდ ილუსტრატორია, არამედ პროფესიით ექიმიცაა, რომელიც უკვე 28 წელია საქმიანობს ამ სფეროში. ის თბილისში ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და მათი განსაკუთრებულ ჟღალ ვიჟლა, ბუბასთან ერთად, რომელსაც მეტსახელად „გრაფი ლასლოსაც“ ეძახიან.  პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ნინოს მრავალწლიანი შემოქმედებითი გამოცდილებაც აქვს: ქმნის ილუსტრაციებსა და ნახატებს, წერს. მან უკვე გამოაქვეყნა ორი წიგნი, ხოლო გამოფენა, რომელიც მალე დაეს სივრცეში გაიმართება, მისთვის მესამეა. სიზმრები და ინსპირაციანინოს ნამუშევრები სიზმრისმაგვარ სამყაროში გვატარებენ, სადაც რეალობა და ფანტაზია ერთმანეთს ერწყმის. "სიზმარი ხომ ირეალური სამყაროა, სადაც ზღვარი არ არსებობს. მხოლოდ სურვილი სადღაც იმოგზაურო და ეს "სადღაც" შენი ფანტაზიაა.... დაწვრილებით...
საუბარი გიორგი აბუაშვილთან
ქართველი არტისტი გიორგი აბუაშვილი მოგზაურობას თავის შემოქმედების მთავარ წყაროდ მიიჩნევს. ფერები, ხმები, ქალაქების ქაოსი თუ ტაძრების სიმშვიდე, მის ტილოებზე ახალ ფორმებად და ემოციებად გარდაიქმნება. ჩვენს მოკლე ინტერვიუში, ოთხ კითხვაზე პასუხისას, ბუდუ საუბრობს მოგზაურობის გავლენაზე, მომავალ ექსპერიმენტებზე, რომლებსაც ინტერდისციპლინარულ ხელოვნებაში გეგმავს.ოთხი შეკითხვა გიორგი აბუაშვილთან – მოგზაურობა, ფერები, გეგმები.საიდან იწყება თითოეული ტილო და როგორ მოქმედებს ამ პროცესზე თქვენი მოგზაურობის გამოცდილება? ჩემთვის თითოეული ტილო იწყება თითქოს უხილავი ბგერით ან ემოციით, რომელიც ჯერ სიტყვებში ვერ ჯდება. ხშირად ეს არის მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილება,შეიძლება იყოს ფერთა შეხამება, ქუჩის ხმაური, წყლის მოძრაობა ან უბრალოდ მზის შუქის განსხვავებული ტონი.... დაწვრილებით...
ნათელი სამყაროები, სასიამოვნო მომენტები - ინტერვიუ ლი ჰანთან
ლი ჰანი წარმოშობით ჩინეთიდანაა, არტისტი, რომლის ნამუშევრებიც სითბოს, სიხარულსა და ოცნების ელფერს ასხივებს. მისი სტილი ნაზ ხაზებს მხიარულ ფერებთან აერთიანებს და ქმნის ილუსტრაციებს, რომლებიც როგორც სპონტანური, ასევე განსაზღვრულია. ბუნებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ხალისიან მომენტებზე ფოკუსირებით, ლის ხელოვნება მნახველს გაჩერებისა და ღიმილისკენ მოუწოდებს. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა მისი ნამუშევრების DAE-ში წარდგენა. მოკლე საუბარი ლი ჰანთან: - თქვენი ნახატები ხშირად ასახავს ერთგვარ ჩუმ დაკვირვებას - დახვეწილ ჟესტს, უძრაობის მომენტს. რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია?ხშირად ვაკვირდები ვიღაცის სახეზე წარმავალ ემოციას, ის, თუ როგორ ეფინება სინათლე ბნელ ოთახს ან ქალს, რომელიც საკუთარ სამყაროში იკარგება. სიმშვიდე მიზიდავს,... დაწვრილებით...
კიბეებს მიღმა: რას იპოვით DAE-ში
თუ ოდესმე ყოფილხართ მარჯანიშვილზე, შესაძლოა, შეგენიშნათ შენობა, რომლის მესამე სართულზე რაღაც ჯადოსნური იმალება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება DAE- ში - სივრცეში, სადაც ხელოვნება, დიზაინი და ყოველდღიური სილამაზე ერთმანეთს ერწყმის, ერთდროულად არის ახალიც და ნოსტალგიურიც. მაშ, სად არის ზუსტად DAE? ჩვენ კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 18 ნომერში ვართ, ძველი შენობის მესამე სართულზე. ადით კიბეებზე (დიახ, ცოტა შესაძლოა გაგიჭირდეთ) და აღმოაჩენთ მყუდრო, ნათელ სივრცეს, სადაც დახვდებათ: - DAE , ჩვენი შოურუმი - Cinematic Café , სადაც ფილმები ყოველ კვირას გადის - და პატარა ფოტოსტუდია, რომელიც შემოქმედებითი ფოტოსესიებისთვის გამოიყენება. აქ მოხვედრა მარტივია - უბრალოდ ჩამოდით... დაწვრილებით...
მარიამ დავითურის გამოფენა
კადრს მიღმა – მარიამ დავითურის გამოფენა DAE-ში 16-19 მაისს, DAE-ს სივრცეში, გაიმართა მარიამ დავითურის ფოტოების შთამბეჭდავი გამოფენა. ეს დღეები არა მხოლოდ ვიზუალური შთაბეჭდილებებით, არამედ სიჩუმით სავსე ისტორიებით იყო დატვირთული - ისეთი ისტორიებით, რომლებსაც მხოლოდ მარიამის ობიექტივი ხედავს და გრძნობს. Blackbird ახალგაზრდა ფოტოგრაფია, რომლისთვისაც ვიზუალურ ხელოვნებას დიდი სიღრმე და დატვირთვა გააჩნია. მისთვის ეს არის ხერხი ყოველდღიურობის შეჩერებისა და დაკვირვებისთვის. ნამუშევრები გამოირჩევა ბუნებრივი სინათლისა და ჩრდილების მიმართ მგრძნობელობით, თბილ ფერთა პალიტრითა და სევდანარევი სიმშვიდით. ფოტოებში ხშირად შეხვდებით ნახევრად დაცლილ ოთახებს, შორიდან დანახულ ადამიანებს, მყუდრო დეტალებს – ყველაფერს, რაც თითქოს მოგონებად იქცევა სწორედ იმ... დაწვრილებით...
საუბარი ლი ვუსთან
საუბარი ლი ვუსთან, შანხაიში დაბადებულ ილუსტრატორთან, რომლის ნამუშევრებიც ფერებისა და ნაზი ემოციების ნაზავია. ედინბურგის ხელოვნების კოლეჯის მაგისტრის ხარისხითა და Burberry-სთან, Chanel-თან და სხვა ბრენდებთან თანამშრომლობით, ლის ხელოვნება ქალურობას, ბუნებასა და მშვიდ თვითანალიზს აერთიანებს.  შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შემოქმედებითი დასაწყისი - როგორ შექმენით პირველი ილუსტრაცია და შემდეგ ამ გზის განვითარება?ბავშვობიდანვე ძალიან მაინტერესებდა ვიზუალური ხელოვნება და მოდა. მიყვარდა ანიმაციების ყურება, განსაკუთრებით კი შანხაის სტუდიის მიერ გადაღებული კლასიკური ფილმების. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ხაზების, ფერებისა და კომპოზიციების მიმართ ძლიერი მგრძნობელობა მქონდა. ასევე მსიამოვნებს ტრადიციული მხატვრობისა და ილუსტრაციებისს შესწავლა, მოდა - განსაკუთრებით 90-იანი წლების ვინტაჟური... დაწვრილებით...