სიმჯი პარკი - მშვიდი მომენტების არტისტი, ახლა უკვე DAE-ში

ზოგი არტ პრინტი პირველივე წამს იპყრობს მზერას. ზოგი კი უფრო წყნარია - ისეთი, რომელსაც დროთა განმავლობაში, ნელა შეიყვარებ. სიმჯი პარკის ილუსტრაციები სწორედ ამ მეორე ტიპს მიეკუთვნება.

სიმჯი კორეელი არტისტია, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს და მუშაობს. პარალელურად ანიმაციასაც ასწავლის, თუმცა მისი შემოქმედება სულ სხვა თემებს ეხმაურება - ემოციას, მეხსიერებას და ყოველდღიურობის იმ წუთებს, რომლებსაც ჩვეულებრივ ვერც კი ვამჩნევთ. ახლა კი მისი ეს სამყარო DAE-ს კოლექციის ნაწილი გახდა.

სტილი, რომელიც არაფერს ხსნის - მაგრამ ბევრს გაგრძნობინებს

როცა სიმჯის საკუთარი სტილის აღწერა სთხოვეს, პასუხი მარტივი და ზუსტი იყო: რბილი, პოეტური და თავშეკავებული. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნახატმა ყველაფერი არ ახსნას, პირიქით, მაყურებელს დაუტოვოს სივრცე, სადაც საკუთარ განცდას ჩააქსოვს. 

ეს მიდგომა შემთხვევითი არაა. სიმჯის შთაგონების ძირითადი წყარო ყოველდღიური ცხოვრებაა - პატარა მოგონებები, თითქმის შეუმჩნეველი ემოციური ცვლილებები. ჩვეულებრივი წუთები, რომლებიც, აღმოჩნდება, რომ ბევრად მეტ მნიშვნელობას ატარებენ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

პროცესი, რომელიც სიტყვებით იწყება

საინტერესოა, რომ სიმჯის შემოქმედებითი პროცესი არა ხატვით, არამედ წერით იწყება. ის აგროვებს ფიქრებს, მოგონებებს და საუბრების ფრაგმენტებს, სანამ ეს ყველაფერი ვიზუალურ არ იდეად გადაიქცევა. ილუსტრაციის დაბადებამდე, მას უკვე აქვს საკუთარი, პატარა ტექსტური ისტორია, ჩანაწერი, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით იქცევა ხაზებად და ფერებად.

რას პოულობს მაყურებელი

სიმჯი იმედოვნებს, რომ მისი ნახატები მაყურებელს დააფიქრებს. არა პასუხი და არა ახსნა, უბრალოდ პაუზა, რომელშიც ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავის ნაწილი იცნოს და ცოტა ნაკლებად მარტოსული იგრძნოს თავი.

საკუთარ შემოქმედებიდან საყვარელი ნამუშევრის არჩევა უჭირს - მისთვის ყველაზე ძვირფასია ის ნახატი, რომელიც რაღაც ახალს ასწავლის ან საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში ეხმარება. თითოეული პროექტი მისთვის არა დასრულებული განცხადებაა, არამედ ერთი გრძელი დიალოგის ნაწილი.

ის, რაზეც ახლა მუშაობს

ამჟამად სიმჯი მუშაობს ავტობიოგრაფიულ ვიზუალურ ნარატივზე, რომელიც ილუსტრაციებსა და თხრობას აერთიანებს - პირადი პროექტი, შთაგონებული საკუთარი გამოცდილებებით, რომელიც იკვლევს თვითაღქმას, დაუცველობასა და დროთა განმავლობაში საკუთარი თავის გაცნობის გზებს.

DAE x Simji Park

სიმჯის სურს, რომ მისი პოსტერის წინაშე მდგარმა ადამიანმა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სამყაროს. თუ ილუსტრაცია ვინმეს მოგონებას აღუძრავს, გრძნობას გამოიწვევს ან თუნდაც კითხვას გაუჩენს, ეს მისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთადერთი, „სწორი" ინტერპრეტაცია..

სწორედ ამას ეძებს DAE - ხელოვნებას, რომელიც არა მხოლოდ კედელს ავსებს, არამედ სივრცეს საკუთარ ხასიათს სძენს. სიმჯი პარკის ნამუშევრები ამ ფილოსოფიის ზუსტი გაგრძელებაა: წყნარი, პოეტური და ისეთი, რომელიც ყოველ ჯერზე ცოტა სხვანაირად გელაპარაკება.

გაეცანით სიმჯი პარკის ნამუშევრებს DAE-ს პოსტერების კოლექციაში.