ყველაფერი აქ, თბილისის მიმდებარე ტყეებიდან იწყება. ბუნების მიერ უკვე ფორმირებული, დამტვრეული ტოტებისა და ფრაგმენტების შეგროვებას მახვილი თვალი სჭირდება. ყველა როდი გამოდგება. საჭიროა ისეთის პოვნა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ფორმა ხასიათი და ისტორია, რომელსაც მოჰყვება ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინტერიერსა თუ გარემოში.
ბუნებრივად გამხმარი ხის დეტალები თუ დაგრეხილი ტოტები - ყველა სახელოსნოში იყრის თავს ახალი გზის თავიდან დასაწყებად.
ხე გადის დამუშავების რამდენიმე ეტაპს. პირველ რიგში, იწმინდება. რადგან სველი იბზარება, ამიტომ მხოლოდ სრულად გამომშრალ მასალას ვირჩევთ. შემდეგ მოდის ზედაპირის დამუშავება: დაზიანებული
ნაწილების მოშორება, ქერქის შენახვა ან ამოღება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ავლენს ხე მის საუკეთესო ტექსტურას. ვიყენებთ სხვადასხვა სისქის სახეხ ქაღალდს, ვიდრე ზედაპირი ნაზსა და სასიამოვნო გლუვ მდგომარეობას არ მიაღწევს. ბოლოს ვუსვამთ ზეთს ან ლაქს: ეს იცავს მასალას და ამავდროულად ხაზს უსვამს დეტალებს: ნახვრეტებს, კვანძებს - ყველაფერს, რაც ხის ინდივიდუალობას ქმნის.
სანამ გაშრობას ველოდებით განათების შერჩევასა და ელექტრო კაბელის შექმნა–დამუშავებას ვიწყებთ.
თითოეული დეტალი ხელით ერთდება. შნური, რომელშიც ჩამალულია დენის მავთული, დაფარულია კანაფის ძაფით, რაც მას უფრო ბუნებრივ და თბილ ვიზუალს აძლევს. ზოგი სანათი მინიმალისტურია და მხოლოდ გამორჩეული ფორმის ნათურით სრულდება, ზოგს კი დამატებული აქვს ვინტაჟური ნივთების
ბაზრობაზე ნაპოვნი ტორშერის თავი - დეტალი, რომელიც კიდევ უფრო ინდივიდუალურს ხდის.
სამყაროში, სადაც ნივთები სწრაფად იქმნება და სწრაფადვე კარგავს ღირებულებას, DAE-ს ხელნაკეთი სანათები გვახსენებს ალტერნატივას, რომ შეგვიძლია უკვე არსებული რესურსების გამოყენება, მათი გადარჩენა დაგარდაქმნა.
ხე, რომელიც უკვე წაიქცა და ვეღარ აგრძელებს სიცოცხლის ხაზს, სხვა გზით, თუმცა მაინც ახერხებს ამ ციკლის აღდგენას. ის ხდება სანათი, რომელიც კვლავ შეავსებს უამრავი ადამიანის სახლის მყუდროებას, კვლავ ბევრ მათგანს მოჰგვრის სახეზე სიამოვნებისა და აღფრთოვანების ღიმილს. ესე იგი, ის ჯერ კიდევ ცოცხალია. გამხმარი ხის ხელახლა გამოყენებით არ იჭრება ახალი ხეები, მცირდება ნარჩენები და ბუნებასთან უფრო ჰარმონიულ ურთიერთობას ვქმნით.
თითოეული სანათი უნიკალურია და არ მეორდება. სწორედ ესაა ბუნებრივობის მთავარი ღირსება, ხის ტოტისა თუ დეტალის ყველა ბზარი, ყველა გრეხილი ცოცხალია - ნიშანი იმისა, რომ ეს ნივთი ერთხელ იყო რაღაც გაცილებით დიდის ნაწილი, ახლა კი ახალ როლში სხვა ამბავს ინახავს. შენს სახლში შეტანილ DAE-ს სანათს თუ კარგად დააკვირდები, დაინახავ დღეს, როცა სწორედ ის წამოვიყვანეთ ტყიდან სახელოსნოში, დაინახავ წუთებს, როცა მისთვის მეორე სიცოცხლის მიცემა გადავწყვიტეთ. ასე რომ, როცა მას აანთებ, იცოდე - მხოლოდ სანათს კი არა, ტყის ჯადოსნურ ამბებს ხდი ფარდას. ასეთ ნივთებთან ერთად კი, ჩვენს ყოველდღიურობსაც განსხვავებული მნიშვნელობა ეძლევა.
Discover handmade wooden lamps by DAE • დაე
https://dae.ge/en/collections/handmade-wood-lamp