სიზმრისმაგვარი მოგზაურობა ფერებსა და კულტურებს შორის

სიზმრისმაგვარი მოგზაურობა ფერებსა და კულტურებს შორის

ნინო ბაკურაძე არა მხოლოდ ილუსტრატორია, არამედ პროფესიით ექიმიცაა, რომელიც უკვე 28 წელია საქმიანობს ამ სფეროში. ის თბილისში ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და მათი განსაკუთრებულ ჟღალ ვიჟლა, ბუბასთან ერთად, რომელსაც მეტსახელად „გრაფი ლასლოსაც“ ეძახიან. 

პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ნინოს მრავალწლიანი შემოქმედებითი გამოცდილებაც აქვს: ქმნის ილუსტრაციებსა და ნახატებს, წერს. მან უკვე გამოაქვეყნა ორი წიგნი, ხოლო გამოფენა, რომელიც მალე დაეს სივრცეში გაიმართება, მისთვის მესამეა.

სიზმრები და ინსპირაცია

ნინოს ნამუშევრები სიზმრისმაგვარ სამყაროში გვატარებენ, სადაც რეალობა და ფანტაზია ერთმანეთს ერწყმის.

"სიზმარი ხომ ირეალური სამყაროა, სადაც ზღვარი არ არსებობს. მხოლოდ სურვილი სადღაც იმოგზაურო და ეს "სადღაც" შენი ფანტაზიაა. ხანდახან ფერებით, ხანდახან ჩრდილებით, შენ კი როგორც ამ სიზმრების მთავარი პერსონაჟი დაფრინავ ერთი რეალობიდან მეორეში, ბარიერების გარეშე და შენივე მოგონებულ პერსონაჟებს ხვდები, რომლებსაც არც იცნობ, იგონებ. გრჩება ფერები და ემოცია – შესაბამისად ეს ყველაფერი იღებს ფორმას."


კულტურათა ბალანსი

ნინოს ხელოვნება აერთიანებს იაპონურ ესთეტიკას, ფრანგულ ელეგანტურობას და თბილისურ სითბოს. 

"ეს ის ყველაფერია, სადაც თავს შინ ვგრძნობ, ალბათ ამიტომაც. შეიძლება ფრანგული მელოდიის ფონზე, მოსიარულე გეიშას წავაწყდეთ შავთელის ქუჩაზე, სადაც მსოფლიოში ყველაზე პატარა საათია და ზუსტად შვიდ საათზე ცხოვრების ეპიზოდები ერთმანეთს ცვლის."

მისი ილუსტრაციები სხვადასხვა კულტურას ოსტატურად აერთიანებს, ქმნის ვიზუალს, რომელიც თითქოს ნაცნობიცაა და ამავდროულად ჯადოსნური.


მუსიკის როლი არტისტის შემოქმედებაში

"ალბათ ნებისმიერი მელოდია გარკვეულ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენთაგანზე, მაგრამ არსებობს კიდევ "შენი" მუსიკა, რომელსაც დინამიურ მდგომარეობაში გადაყავხარ. მოძრაობს შენი ფიქრები, სხეული და ყველა ემოცია. მელოდიის გარეშე ალბათ უინტერესო იქნებოდა ყველაფერი, რითმდაკარგული სიჩუმე..."

მუსიკა მხატვრისთვის ის აქტიური თანამგზავრია, რომელიც განსაზღვრავს მის შემოქმედებით პროცესს.

რას ველოდოთ DAE-ში, გამოფენაზე

"უბრალოდ წითელ საღამოს... გასეირნებას ბუენოს აირესის ქუჩებში, ტანგოს მელოდიის ფონზე. ქუჩიდან წამოსულ ხმაურს, სადაც ყველა საკუთარ რითმს იჭერს, შეხვედრას მეგობრებთან ერთ არაჩვეულებრივ სივრცეში..."

სამომავლო გეგმები

"კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ხვალ შეიძლება უცებ ახალი იდეა გაჩნდეს. ცხოვრება სწორედ ამით არის საინტერესო – თუ იდეა არსებობს, რატომაც არა, უნდა შევასხათ ფრთები."



Nino Bakuradze is not only an illustrator but also a doctor, a profession she has practiced for 28 years. She lives in Tbilisi with her husband, two children, and their remarkable Vizsla, Buba, affectionately called “Count Laszlo.”

Alongside her medical career, Nino has long been engaged in creative work: she draws, illustrates, and writes. She has already published two books, and her upcoming exhibition at DAE will be her third.

Dreams and Inspiration

Nino’s works lead viewers into a dreamlike world where reality and imagination merge.

“A dream is an unreal world where no boundaries exist, only the desire to travel somewhere, and that ‘somewhere’ is your imagination. Sometimes it takes the shape of colors, sometimes shadows. You fly from one reality to another, meeting the characters you’ve invented yourself. What remains are colors and emotions and they take form.”

A Balance of Cultures

Nino’s art harmoniously blends Japanese aesthetics, French elegance, and Tbilisi warmth.

“That’s where I feel at home. Maybe that’s why – you might come across a wandering geisha on Shavteli Street, where the smallest clock in the world stands, and precisely at seven o’clock, life’s little episodes change places.”

Her illustrations skillfully unite different cultural elements, creating visuals that feel both familiar and enchanting.

The Role of Music

“Any melody influences us in some way, but there’s always your music, the one that sets your thoughts and emotions in motion. Without melody, everything would lose its rhythm – it would be a quiet stillness.”

For Nino, music is an active companion that shapes her creative process and rhythm.

What to Expect at DAE • დაე

“Simply, a red evening... a walk through the streets of Buenos Aires to the sound of tango, the city’s hum where everyone follows their own rhythm, a meeting with friends in a truly special place.”

Future Plans

“I can’t say anything specific – tomorrow a new idea might just appear. That’s what makes life interesting. If there’s an idea, why not give it wings?”

0 comments

Leave a comment

Please note, comments need to be approved before they are published.