DAE-ს მიღმა

რეალობასა და სიზმრებს შორის – ევგენია
დაეს თვის არტისტი - ევგენია.უკრაინელი ხელოვანი, რომელიც ბერლინში მოღვაწეობს. ის ქმნის სამყაროებს, რომლებიც სიზმარსა და რეალობას შორის არსებობს. მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს შესახებ და შემოქმედებით გზაზე.მე მქვია ევგენია, ვარ უკრაინელი არტისტი, ამჟამად ბერლინში ვცხოვრობ. ჩემი შემოქმედებითი გზა 2018 წელს დაიწყო და თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული წარმოსახვასთან, სიზმრებთან და შინაგან ვიზუალურ სამყაროსთან. ვქმნი ილუსტრაციებს ტექსტილისა და ავეჯისთვის, ვმუშაობ მუსიკოსებისთვის ქავერებისა და ანიმაციების დიზაინზე, ასევე ზოგჯერ ვარ VJ და სკულპტორი.  რა იყო ის პირველი ინსპირაცია, რომელმაც ხატვა და ილუსტრაციების შექმნა დაგაწყებინათ? ინსპირაცია გულისტკივილიდან მოვიდა. რომ არა ეს, შესაძლოა დღეს დიდ კორპორაციაში მემუშავა.... დაწვრილებით...
სინათლე, რომელსაც ტყე გჩუქნის
ყველაფერი აქ, თბილისის მიმდებარე ტყეებიდან იწყება. ბუნების მიერ უკვე ფორმირებული, დამტვრეული ტოტებისა და ფრაგმენტების შეგროვებას მახვილი თვალი სჭირდება. ყველა როდი გამოდგება. საჭიროა ისეთის პოვნა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ფორმა ხასიათი და ისტორია, რომელსაც მოჰყვება ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინტერიერსა თუ გარემოში.ბუნებრივად გამხმარი ხის დეტალები თუ დაგრეხილი ტოტები - ყველა სახელოსნოში იყრის თავს ახალი გზის თავიდან დასაწყებად.ხე გადის დამუშავების რამდენიმე ეტაპს. პირველ რიგში, იწმინდება. რადგან სველი იბზარება, ამიტომ მხოლოდ სრულად გამომშრალ მასალას ვირჩევთ. შემდეგ მოდის ზედაპირის დამუშავება: დაზიანებულინაწილების მოშორება, ქერქის შენახვა ან ამოღება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ავლენს ხე მის საუკეთესო ტექსტურას. ვიყენებთ სხვადასხვა სისქის სახეხ ქაღალდს, ვიდრე ზედაპირი ნაზსა და... დაწვრილებით...
ზოდიაქოს შარფების კოლექცია: მორიელის სეზონი
როდესაც ქართველმა მხატვარმა ანანო ქევანიშვილმა DAE-ს ზოდიაქოს შარფების კოლექციაზე მუშაობა დაიწყო, ის არ ფიქრობდა ასტროლოგიაზე ან ვარსკვლავურ რუკებზე. შთაგონება მის გარშემო მყოფი, რეალური ადამიანებიდან მოდიოდა - მეგობრებიდან, კოლეგებიდან, გამვლელებიდან. თითოეული მათგანი გარკვეულ ენერგიას, ფერებს ატარებდა. ასე დაიბადა იდეა „12 ქალი, 12 განწყობა, 12 ზოდიაქოს ნიშანი“. ზოდიაქოს კოლექციის მეშვეობით, ანანომ ადამიანებზე შთაბეჭდილებები ხელოვნებად აქცია. თითოეული შარფი არა ჰოროსკოპს, არამედ გრძნობას ასახავს. ზოდიაქო ძველ ბაბილონში წარმოიშვა, სადაც ადამიანები ვარსკვლავებს ბედისწერისა და დროის შესახებ ისტორიების მოსაყოლად იყენებდნენ. მოგვიანებით, ბერძნებმა ამ ვარსკვლავურ ნიმუშებს სახელები და პიროვნული თვისებები მიანიჭეს. დღეს ზოდიაქო მითოლოგიისა და მეტაფორებს შორის... დაწვრილებით...
სიზმრისმაგვარი მოგზაურობა ფერებს და კულტურებს შორის
ნინო ბაკურაძე არა მხოლოდ ილუსტრატორია, არამედ პროფესიით ექიმიცაა, რომელიც უკვე 28 წელია საქმიანობს ამ სფეროში. ის თბილისში ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და მათი განსაკუთრებულ ჟღალ ვიჟლა, ბუბასთან ერთად, რომელსაც მეტსახელად „გრაფი ლასლოსაც“ ეძახიან.  პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ნინოს მრავალწლიანი შემოქმედებითი გამოცდილებაც აქვს: ქმნის ილუსტრაციებსა და ნახატებს, წერს. მან უკვე გამოაქვეყნა ორი წიგნი, ხოლო გამოფენა, რომელიც მალე დაეს სივრცეში გაიმართება, მისთვის მესამეა. სიზმრები და ინსპირაციანინოს ნამუშევრები სიზმრისმაგვარ სამყაროში გვატარებენ, სადაც რეალობა და ფანტაზია ერთმანეთს ერწყმის. "სიზმარი ხომ ირეალური სამყაროა, სადაც ზღვარი არ არსებობს. მხოლოდ სურვილი სადღაც იმოგზაურო და ეს "სადღაც" შენი ფანტაზიაა.... დაწვრილებით...
საუბარი გიორგი აბუაშვილთან
ქართველი არტისტი გიორგი აბუაშვილი მოგზაურობას თავის შემოქმედების მთავარ წყაროდ მიიჩნევს. ფერები, ხმები, ქალაქების ქაოსი თუ ტაძრების სიმშვიდე, მის ტილოებზე ახალ ფორმებად და ემოციებად გარდაიქმნება. ჩვენს მოკლე ინტერვიუში, ოთხ კითხვაზე პასუხისას, ბუდუ საუბრობს მოგზაურობის გავლენაზე, მომავალ ექსპერიმენტებზე, რომლებსაც ინტერდისციპლინარულ ხელოვნებაში გეგმავს.ოთხი შეკითხვა გიორგი აბუაშვილთან – მოგზაურობა, ფერები, გეგმები.საიდან იწყება თითოეული ტილო და როგორ მოქმედებს ამ პროცესზე თქვენი მოგზაურობის გამოცდილება? ჩემთვის თითოეული ტილო იწყება თითქოს უხილავი ბგერით ან ემოციით, რომელიც ჯერ სიტყვებში ვერ ჯდება. ხშირად ეს არის მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილება,შეიძლება იყოს ფერთა შეხამება, ქუჩის ხმაური, წყლის მოძრაობა ან უბრალოდ მზის შუქის განსხვავებული ტონი.... დაწვრილებით...
ნათელი სამყაროები, სასიამოვნო მომენტები - ინტერვიუ ლი ჰანთან
ლი ჰანი წარმოშობით ჩინეთიდანაა, არტისტი, რომლის ნამუშევრებიც სითბოს, სიხარულსა და ოცნების ელფერს ასხივებს. მისი სტილი ნაზ ხაზებს მხიარულ ფერებთან აერთიანებს და ქმნის ილუსტრაციებს, რომლებიც როგორც სპონტანური, ასევე განსაზღვრულია. ბუნებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ხალისიან მომენტებზე ფოკუსირებით, ლის ხელოვნება მნახველს გაჩერებისა და ღიმილისკენ მოუწოდებს. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა მისი ნამუშევრების DAE-ში წარდგენა. მოკლე საუბარი ლი ჰანთან: - თქვენი ნახატები ხშირად ასახავს ერთგვარ ჩუმ დაკვირვებას - დახვეწილ ჟესტს, უძრაობის მომენტს. რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია?ხშირად ვაკვირდები ვიღაცის სახეზე წარმავალ ემოციას, ის, თუ როგორ ეფინება სინათლე ბნელ ოთახს ან ქალს, რომელიც საკუთარ სამყაროში იკარგება. სიმშვიდე მიზიდავს,... დაწვრილებით...
კიბეებს მიღმა: რას იპოვით DAE-ში
თუ ოდესმე ყოფილხართ მარჯანიშვილზე, შესაძლოა, შეგენიშნათ შენობა, რომლის მესამე სართულზე რაღაც ჯადოსნური იმალება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება DAE- ში - სივრცეში, სადაც ხელოვნება, დიზაინი და ყოველდღიური სილამაზე ერთმანეთს ერწყმის, ერთდროულად არის ახალიც და ნოსტალგიურიც. მაშ, სად არის ზუსტად DAE? ჩვენ კოტე მარჯანიშვილის ქუჩა 18 ნომერში ვართ, ძველი შენობის მესამე სართულზე. ადით კიბეებზე (დიახ, ცოტა შესაძლოა გაგიჭირდეთ) და აღმოაჩენთ მყუდრო, ნათელ სივრცეს, სადაც დახვდებათ: - DAE , ჩვენი შოურუმი - Cinematic Café , სადაც ფილმები ყოველ კვირას გადის - და პატარა ფოტოსტუდია, რომელიც შემოქმედებითი ფოტოსესიებისთვის გამოიყენება. აქ მოხვედრა მარტივია - უბრალოდ ჩამოდით... დაწვრილებით...
მარიამ დავითურის გამოფენა
კადრს მიღმა – მარიამ დავითურის გამოფენა DAE-ში 16-19 მაისს, DAE-ს სივრცეში, გაიმართა მარიამ დავითურის ფოტოების შთამბეჭდავი გამოფენა. ეს დღეები არა მხოლოდ ვიზუალური შთაბეჭდილებებით, არამედ სიჩუმით სავსე ისტორიებით იყო დატვირთული - ისეთი ისტორიებით, რომლებსაც მხოლოდ მარიამის ობიექტივი ხედავს და გრძნობს. Blackbird ახალგაზრდა ფოტოგრაფია, რომლისთვისაც ვიზუალურ ხელოვნებას დიდი სიღრმე და დატვირთვა გააჩნია. მისთვის ეს არის ხერხი ყოველდღიურობის შეჩერებისა და დაკვირვებისთვის. ნამუშევრები გამოირჩევა ბუნებრივი სინათლისა და ჩრდილების მიმართ მგრძნობელობით, თბილ ფერთა პალიტრითა და სევდანარევი სიმშვიდით. ფოტოებში ხშირად შეხვდებით ნახევრად დაცლილ ოთახებს, შორიდან დანახულ ადამიანებს, მყუდრო დეტალებს – ყველაფერს, რაც თითქოს მოგონებად იქცევა სწორედ იმ... დაწვრილებით...
საუბარი ლი ვუსთან
საუბარი ლი ვუსთან, შანხაიში დაბადებულ ილუსტრატორთან, რომლის ნამუშევრებიც ფერებისა და ნაზი ემოციების ნაზავია. ედინბურგის ხელოვნების კოლეჯის მაგისტრის ხარისხითა და Burberry-სთან, Chanel-თან და სხვა ბრენდებთან თანამშრომლობით, ლის ხელოვნება ქალურობას, ბუნებასა და მშვიდ თვითანალიზს აერთიანებს.  შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შემოქმედებითი დასაწყისი - როგორ შექმენით პირველი ილუსტრაცია და შემდეგ ამ გზის განვითარება?ბავშვობიდანვე ძალიან მაინტერესებდა ვიზუალური ხელოვნება და მოდა. მიყვარდა ანიმაციების ყურება, განსაკუთრებით კი შანხაის სტუდიის მიერ გადაღებული კლასიკური ფილმების. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ხაზების, ფერებისა და კომპოზიციების მიმართ ძლიერი მგრძნობელობა მქონდა. ასევე მსიამოვნებს ტრადიციული მხატვრობისა და ილუსტრაციებისს შესწავლა, მოდა - განსაკუთრებით 90-იანი წლების ვინტაჟური... დაწვრილებით...
Three women, three scarves, three stories
პატარა დეტალი, რომელსაც ცვლილების მოტანა შეუძლია ცხოვრებას თავისი რიტმი აქვს. ხშირად – რუტინული. ნაცნობი ქუჩები, ერთი და იგივე საქმეები, დღეები, რომლებიც მონოტონურად გადის. მაგრამ ზოგჯერ საკმარისია ერთი პატარა ჟესტი, რომ ყველაფერი ოდნავ შეიცვალოს. სულ ცოტათი, მაგრამ საკმარისად, რომ დღე სხვანაირად შეიგრძნო. 13 აპრილს დეზერტირების ბაზარში ვიყავით, იქ, სადაც მოძრაობა, ხმაური, ბევრი ფერი და ამბავია თავმოყრილი. თან წავიღეთ ჩვენი შარფები.სამ უცნობ ქალბატონს ვთხოვეთ, მოერგოთ ისინი ფოტოსთვის. გაგვიღიმეს, დაგვთანხმდნენ. კავშირი.ცნობისმოყვარე მზერა.გაცვლა ჩვენი სამყაროების – ხელოვნების, დიზაინისა და მათი რეალობის. ჩვენ არ გვჯერა, რომ ის, რასაც ვქმნით – შარფები, პოსტერები თუ ავეჯი –... დაწვრილებით...
დაბრუნებული სიცოცხლე
არსებობენ ნივთები, რომლებიც უბრალოდ ავსებენ სივრცეს და არიან ისეთები, რომელნიც ცვლიან ხასიათს, ენერგიასა და ატმოსფეროს.ჩვენ ვქმნით ავეჯს, რომელიც ოთახში მთავარი აქცენტია, თქვენს ისტორიებს ჰყვება და სივრცეს სრულად გარდაქმნის. პირველი ნაბიჯები და შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელობა პროექტზე მუშაობა 2024 წელს დავიწყეთ. ეს იყო რთული, მაგრამ უკიდურესად შთამაგონებელი პროცესი — დეტალების სიზუსტე, ფერების დამუშავება და ფორმების გააზრება ჩვენს ყოველდღიურობად იქცა.დღეს სწორედ ამ პრინციპით ვაგრძელებთ განვითარებას და ახალ კოლექციებზე მუშაობას. ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია სამეული — დივანი და ორი სავარძელი, რომელზეც ანანო ქევანიშვილთან ერთად ვიმუშავეთ. მისი ილუსტრაცია ასახავს დადიანებისა და ჭავჭავაძეების ისტორიას და ამავდროულად თანამედროვე... დაწვრილებით...
დაე ინტერიერში
 როგორ მოვაწყოთ მინიმალისტური ან სკანდინავიური ინტერიერი DAE-ს პროდუქტებით  მინიმალისტური/სკანდინავიური სტილის შარმი  სკანდინავიური და მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი უკვე წლებია არ კარგავს პოპულარობას და ეს არ არის შემთხვევითი. სისუფთავე, ნათელი ფერები, ბუნებრივი მასალები და ფუნქციურობა ქმნის სივრცეს, სადაც სიმშვიდე და ჰარმონია იგრძნობა.  მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენს სივრცეში ამ ესთეტიკის შეტანა და დეკორის სწორად შერჩევა? ამ სტატიაში გაგიზიარებთ DAE-ს იმ პროდუქტებს, რომლებიც იდეალურად ერწყმის მათ.  მინიმალისტური VS სკანდინავიური: მსგავსება და განსხვავება  მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთმანეთში ერევათ, მინიმალისტური და სკანდინავიური დიზაინი ერთმანეთის იდენტური არ არის. განმასხვავებლები:    მინიმალისტური სტილი სკანდინავიური სტილი ძირითადი პრინციპი ძირითადი პრინციპი... დაწვრილებით...