გემოვნებით შერჩეული ხელოვნება: პოსტერები სამზარეულოსა და სასადილო სივრცისთვის

პოსტერები სამზარეულოსა და სასადილო სივრცისთვის

საყვარელი ჭიქა უკვე შეარჩიე. ახლა კედლების ჯერია.

დილა სამზარეულოში იწყება, სასადილო მაგიდასთან კი საუბარი ხშირად გვიანობამდე გრძელდება. ვარჩევთ თეფშებს, ვაგროვებთ ჭიქებს, ვფიქრობთ სკამებზე, განათებასა და მაგიდის სუფრებზე. კედლები კი ზოგჯერ ცარიელი რჩება.

ამჯერად DAE-ს კოლექციიდან ხუთი ილუსტრაცია შევარჩიეთ: Sweet Mishap, Bazaar, Tea Ritual, Flowers and Phone Calls და Under the Sun. თითოეული განსხვავებული ხასიათის სამზარეულოსა თუ სასადილო კუთხისთვის.

Sweet Mishap პატარა ყოველდღიურ მარცხზე მოგვითხრობს, რომელსაც მოგვიანებით ღიმილით ვიხსენებთ.

ილუსტრაციის ფერები და სახალისო სიუჟეტი სამზარეულოს თუ სასადილო კუთხეს ხალისს შემატებს. სადა ინტერიერში პოსტერი ყურადღებას მიიქცევს, ფერად სივრცეში კი შეგიძლია ჭურჭელს, ტექსტილს ან ავეჯს შეუხამო.

მაგალითად, მწვანე ლარნაკი ან ვარდისფერი ხელსახოცები პოსტერის ფერებს მოუხდება. ერთი ასეთი დეტალიც საკმარისია - ყველაფრის ერთ ტონებში შერჩევა საჭირო არ არის.
ლინკი: https://dae.ge/products/posteri-sweet-mishap

Bazaar - ქართული მოტივები სასადილო სივრცეში

Bazaar-ში ბაზრის ნაცნობი სცენაა ასახული - ქალი დახლთან და ქართული მოტივები, რომლებიც ილუსტრაციას განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. ეს პოსტერი მოუხდება სამზარეულოსა თუ სასადილო კუთხეს, სადაც ფერისა და საინტერესო დეტალების დამატება გინდა.

შეგიძლია სასადილო მაგიდასთან მოათავსო და ხის ავეჯს, კერამიკულ ჭურჭელსა და სადა სუფრას შეუხამო. თუ გარშემო ბევრი ნივთია, კედელი ნაკლებად დატვირთე, რომ ილუსტრაციის დეტალები კარგად გამოჩნდეს.
ლინკი: https://dae.ge/products/bazari

Tea Ritual - დრო საყვარელი ჭიქისთვის

სამზარეულოს ხასიათს ხშირად პატარა ჩვევები ქმნის: ჩაი ერთსა და იმავე დროს, საყვარელი ჭიქა, რამდენიმე მშვიდი წუთი დღის დაწყებამდე.

Tea Ritual სწორედ ასეთი კუთხისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ - ჩაისა და ყავის თაროსთან, პატარა მაგიდის გვერდით ან იქ ადგილას, სადაც ისვენებ.

პოსტერის შერჩევისას გარშემო არსებულ ნივთებსაც გადახედე: შენს ჭიქებს, ჩაიდანს, მაგიდის გადასაფარებელს. ილუსტრაციასთან მათი ფერების შეხამებით ამ კუთხის განახლებას რამდენიმე მარტივი დეტალით შეძლებ.
ლინკი: https://dae.ge/products/chaisrituali

Phone Calls and Flowers - ყვავილები მაგიდაზე და კედელზე

სასადილო სივრცის გასახალისებლად ზოგჯერ ერთი პოსტერიც საკმარისია. Phone Calls and Flowers მოუხდება კუთხეს, სადაც ფერის დამატება გინდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავეჯი და კედლები სადა ტონებშია გადაწყვეტილი.

დაკიდე მაგიდის ან კომოდის ზემოთ და გვერდით ახალი ყვავილები დადგი. ჩარჩო ავეჯს შეუხამე, პოსტერს კი კედელზე საკმარისი ადგილი დაუტოვე - ასე ოთახში შესვლისთანავე მიიქცევს ყურადღებას.
ლინკი: https://dae.ge/products/kvavilebidatelefoniposteri

Under the Sun - ზაფხულის განწყობა ყოველდღე

სამზარეულოში პოსტერის თემა მხოლოდ საკვები ან ჭურჭელი არ უნდა იყოს. აქ ისეთივე ბუნებრივად შეიძლება მოთავსდეს ილუსტრაცია, რომელიც მზეს, დასვენებას ან გარეთ გატარებულ სასიამოვნო დღეს გახსენებს.

Under the Sun სწორედ ასეთი განწყობისთვისაა. შეგიძლია ის სასადილო კუთხის მთავარ აქცენტად აქციო.

თუ ნამუშევარი საყვარელ სეზონს ან ადგილს გახსენებს, ეს უკვე კარგი მიზეზია, რომ ყოველდღე თვალწინ გქონდეს.
ლინკი: https://dae.ge/products/mzeposteri

როგორ შევარჩიოთ ზომა და ადგილი

პოსტერის ზომა კედელთან ერთად მის გვერდით მდგომ ავეჯსაც შეუფარდე. დიდი მაგიდის ზემოთ პატარა ნამუშევარი შეიძლება დაიკარგოს, ვიწრო კედელზე კი სწორედ მცირე ზომა აღმოჩნდეს შესაფერისი.

შეკვეთამდე სასურველი ზომის ქაღალდი კედელზე მიამაგრე. შეხედე შესასვლელიდან და შემდეგ მაგიდასთან დაჯექი - ასე უკეთ მიხვდები, როგორ აღიქმება პოსტერი სხვადასხვა წერტილიდან.

გაითვალისწინე მჯდომარე ადამიანის ხედვაც: სასადილო სივრცეში ნამუშევრის ყურება მაგიდასთან ჯდომისას კომფორტული უნდა იყოს. სამზარეულოში კი შეარჩიე ადგილი პირდაპირი სიცხის, ორთქლისა და შხეფებისგან მოშორებით.

ჩარჩო, რომელიც ყველაფერს აკავშირებს

ჩარჩო ილუსტრაციასა და ინტერიერს შორის კავშირს ქმნის. ხის ჩარჩოს შეუძლია მაგიდისა და სკამების ტონებს უპასუხოს, თხელ მუქ ჩარჩოს კი სანათის ან სხვა დეტალების ხაზებს.

თუ ორ პოსტერს ერთად ათავსებ, მათ შორის საერთო ფერი, განწყობა ან ჩარჩოს სტილი მოძებნე. დატოვე საკმარისი დაშორება, რომ თითოეული ნამუშევარი ცალკეც კარგად ჩანდეს.

ხელოვნება ყოველდღიური სივრცისთვის

პოსტერი შეიძლება იმიტომ შეარჩიო, რომ მისი ფერები მოგწონს, ნაცნობ გარემოს გახსენებს ან უბრალოდ გახალისებს. მთავარია, მისი ყურება ყოველდღე გსიამოვნებდეს - დილის ყავასთანაც და მეგობრებთან ერთად გაშლილ სუფრასთანაც.

DAE-ში ქართველ და საერთაშორისო ილუსტრატორებთან ვთანამშრომლობთ და მათ ნამუშევრებით ვქმნით სხვადასხვა უნიკალურ ნივთებს, მათ შორის კი პოსტერებს.

სამზარეულოსა და სასადილო სივრცისთვის შერჩეული პოსტერები ნახე dae.ge-ზე, Shop by Room სექციაში, ან გვესტუმრე შოურუმში - კოტე მარჯანიშვილის 18-ში, მესამე სართულზე. ადგილზე დაგეხმარებით შენი სივრცისთვის ილუსტრაციის, ზომისა და ჩარჩოს შერჩევაში.