სავარძელი "After Hours"
ადგილზე აღება შესაძლებელია Kote Marjanishvili 18, Tbilisi, Chugureti District დან
როგორც წესი, მზად არის 2-4 დღეში
აღწერა
DAE × Oliko Tkebuchava - აღდგენილი ვინტაჟური სავარძელი
After Hours DAE-ს აღდგენილი ავეჯის კოლექციის ნაწილია, სადაც ვინტაჟური ფორმები, თანამედროვე ილუსტრაციისა და დიზაინის საშუალებით, ახალ იდენტობას იძენს.
სავარძელი ხელით არის აღდგენილი - შენარჩუნებულია ორიგინალი ხის ჩარჩო. ტექსტილზე წარმოდგენილია ქართველი არტისტის, ოლიკო ტყებუჩავას ილუსტრაცია, დაბეჭდილი სუბლიმაციური მეთოდით.
ილუსტრაცია მშვიდ და ოდნავ იდუმალ მომენტს ასახავს - ცარიელი სკამი, პალტო და ბოთლი მუქ ლურჯი ფონზე.
წითელი და ლურჯი პატერნი სავარძლის სხვადასხვა დეტალზე გრძელდება და მის კლასიკურ ვინტაჟურ ფორმას, თანამედროვე რიტმს სძენს.
არტისტის შესახებ
ოლიკო ტყებუჩავა ქართველი არტისტი და ილუსტრატორია, რომლის ნამუშევრებს ახასიათებს მინიმალისტური ფორმებით, ექსპრესიული ხაზები. მის კომპოზიციებში ნაცნობი ობიექტები და ყოველდღიური მომენტები ხშირად თამაშით სავსე, მშვიდ და ნარატიულ სცენებად გარდაიქმნება.
დეტალები
არტისტი: ოლიკო ტყებუჩავა
ნამუშევარი: After Hours
გრაფიკული პატერნი: შექმნილია DAE-ს გუნდის მიერ
ბრენდი: DAE
კოლექცია: DAE Restored Furniture
ჩარჩო: წიფელი
ტექსტილი: პრემიუმ ტექსტილი, დაბეჭდილი სუბლიმაციური მეთოდით
რესტავრაცია და დიზაინი: DAE
ხელით აღდგენილია: თბილისში, საქართველოშ
მეტი DAE-სგან