სუფრა "მთვარე"
ადგილზე აღება შესაძლებელია Kote Marjanishvili 18, Tbilisi, Chugureti District დან
როგორც წესი, მზად არის 2-4 დღეში
აღწერა
„მთვარე“ კონტრასტებზე აგებული სუფრაა, ანანო ქევანიშვილის ავტორობით. ნამუშევრის ცენტრში მოთავსებული ელემენტი მთლიან კომპოზიციას აერთიანებს, ხოლო მის გარშემო განვითარებული ორნამენტები ტალღასავით ვრცელდება და მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნის.
ილუსტრაცია ერთდროულად მშვიდიცაა და ენერგიულიც. შორიდან ის ჰარმონიულია, ახლოდან კი მრავალფეროვან დეტალებსა და ფერებს ვხედავთ. შედეგად, სუფრა სივრცეში გამორჩეულ, მაგრამ დახვეწილ აქცენტად იქცევა.
ანანო ქევანიშვილი ქართველი ილუსტრატორია, რომლის ნამუშევრები ხშირად ბუნების, ციური სხეულებისა და ქართული ორნამენტების თანამედროვე ინტერპრეტაციებს აერთიანებს.
ტექნიკური ინფორმაცია
- დაბეჭდილია სუბლიმაციური ბეჭდვის მეთოდით, რაც ფერებს ქსოვილთან მტკიცედ აკავშირებს და მათ ხანგრძლივად ინარჩუნებს.
- ტექსტილი – სქელი, მაღალი ხარისხის ტილო, რომელიც ყოველდღიური გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
- ირეცხება სარეცხ მანქანაში 30–40°C ტემპერატურაზე.
დეტალები
მხატვარი: ანანო ქევანიშვილი
კატეგორია: სუფრა
წარმოება: დამზადებულია საქართველოში
მეტი DAE-სგან