პოსტერი "კატა"
ადგილზე აღება შესაძლებელია Kote Marjanishvili 18, Tbilisi, Chugureti District დან
როგორც წესი, მზად არის 2-4 დღეში
აღწერა
„Cat“ კორეელი არტისტის, სიმჯი პარკის ნამუშევარია, რომელიც ერთ სივრცეში გაერთიანებულ პატარა მოგონებებს ჰგავს. კომპოზიციის ცენტრში კატაა, მის გარშემო კი სხვადასხვა ნივთი, გამოსახულება და დეტალი იშლება – თითოეული მათგანი თითქოს უფრო დიდი ისტორიის პატარა ფრაგმენტია.
სიმჯის ილუსტრაციები ხშირად იკვლევს მეხსიერებას, ემოციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, მისთვის დამახასიათებელი რბილი და პოეტური ვიზუალური ენით.
ნიდერლანდებში მცხოვრები სიმჯი პარკი, კორეელი ილუსტრატორი და ანიმაციის არტისტია. მისი შემოქმედებითი პროცესი ხშირად წერით იწყება - ფიქრები და ისტორიები კი ეტაპობრივად გარდაიქმნება ვიზუალურ ნარატივად.
პოსტერი იწარმოება DAE-ს მიერ და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმატში.
• ხელმისაწვდომია ჩარჩოთი და ჩარჩოს გარეშე
• ჩარჩო – ხე; დაბეჭდილია მატ ფოტოქაღალდზე (270გრ.) ან ხავერდზე
• ხავერდი (ჩარჩოთი და ჩარჩოს გარეშე): დაბეჭდილია ხავერდზე, სუბლიმაციური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს ფერების მდგრადობას და სიმკვეთრეს. (ჩარჩოვდება იმავე პრინციპით, როგორც ფოტოქაღალდი)
• წარმოებულია საქართველოში
© DAE. All rights reserved.
მეტი DAE-სგან