გადასვლა პროდუქტის ინფორმაციაზე
armchair by DAE and Lea Woo in studio
1/6

სავარძელი „Portrait in Blue“

გასაყიდი ფასი  2,970.00 GEL ჩვეულებრივი ფასი  3,300.00 GEL
Taxes included. Shipping calculated at checkout.
აღწერა

Portrait in Blue DAE-ს რესტავრირებული ავეჯის კოლექციის ნაწილია.

სავარძელი სრულად აღდგენილია DAE-ს სახელოსნოში. შენარჩუნებულია მისი ხის ავთენტური კონსტრუქცია, ხოლო ახალი ქსოვილი ლი ვუს ექსკლუზიური ილუსტრაციით არის შექმნილი. შედეგად, ეს არ არის მხოლოდ სავარძელი - ეს უნიკალური დიზაინერული ობიექტი, რომელსაც საკუთარი ისტორია და ხასიათი აქვს.

DAE-ში გვჯერა, რომ რესტავრაცია მხოლოდ ნივთის განახლება არ არის. ეს არის ისტორიის პატივისცემა, გარემოზე ზრუნვა და მისი თანამედროვე ხელოვნებასთან შერწყმა.

არტისტის შესახებ

ლი ვუს ნამუშევრები გამოირჩევა გამორჩეული ვიზუალური ენით, აზიური ესთეტიკითა და ილუსტრაციებით, რომლებიც თითოეულ საგანს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

დეტალები

  • არტისტი: ლი ვუ
  • ბრენდი: DAE
  • გამოშვება: შეზღუდული რაოდენობა
  • დიზაინი: არ განმეორდება
  • ჩარჩო: რესტავრირებული ვინტაჟური ხე
  • ქსოვილი: Lea Woo-ს ორიგინალი ილუსტრაციით, ალკანტარა, დაბეჭდილი სუბლიმაციური მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს ფერების მდგრადობას.
  • დამზადებულია: თბილისი, საქართველო



მეტი DAE-სგან