პოსტერი "მოცეკვავე კაცუნები"
ადგილზე აღება შესაძლებელია Kote Marjanishvili 18, Tbilisi, Chugureti District დან
როგორც წესი, მზად არის 2-4 დღეში
აღწერა
არტისტი რომლის პრინტები თითქოს პორტალია, ირიბი და ფერადოვანი გზა პარალელურ რეალობაში.
ნინო ბაკურაძე თბილისში დაიბადა და საკუთარ ილუსტრაციებში აცოცხლებს იმ სამყაროს, რომელსაც თავად “დირიჟაბლის ქალაქს” ეძახის. მის ნახატებში იგრძნობა ცეკვის რიტმი, ფრანგული ხიბლი, იაპონური ტანსაცმლის ესთეტიკა და ის ირეალური სივრცე, რომელიც ერთდროულად ბავშვურიცაა და ფილოსოფიურიც.
შთაგონებას ასევე ხშირად იღებს თბილისიდან, მუსიკიდან (Mind Games და Strawberry Fields საყვარელი სიმღერები), ტაკარაცუკას ფენომენიდან და მისი საყვარელი ადგილიდან წეროვანში, რომელსაც პომპეირო დაარქვა.
• ხელმისაწვდომია ჩარჩოთი და ჩარჩოს გარეშე
• ჩარჩო – ხე; დაბეჭდილია მატ ფოტოქაღალდზე (270გრ.) ან ხავერდზე
• ხავერდი (ჩარჩოთი – ჩარჩოს გარეშე): დაბეჭდილია ხავერდზე, სუბლიმაციური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს ფერების მდგრადობას და სიმკვეთრეს. (ჩარჩოვდება იმავე პრინციპით, როგორც ფოტოქაღალდი)
• წარმოებულია საქართველოში
© DAE. All rights reserved.
მეტი DAE-სგან