Meet the Artists of DAE
დაეს ქმნიან ნამუშევრების უკან მდგომი ადამიანები - ილუსტრატორები, მხატვრები, რომელთა სამყარო პოსტერების, შარფების, ავეჯისა და სივრცეების მეშვეობით ცოცხლდება.
ფელი ბერინგერი
გერმანელი ილუსტრატორი და დიზაინერი, რომლის ნახატებიც ხელოვნებას, კულტურასა და თანამედროვე ვიზუალს აერთიანებს. მისი ნამუშევრები ექსპრესიული ხასიათისაა, რომლებიც დატვირთულია სიმბოლიზმითა და დახვეწილ ფერთა კომბინაციებით.
ჯულია ლაისტერი
ილუსტრატორი, რომლის ნამუშევრებიც შთაგონებულია რეტრო ესთეტიკით, ეფემერული ობიექტებითა და წარსულის ვიზუალური ფრაგმენტებით. მისი კომპოზიციები ნოსტალგიას თანამედროვე გზით აცოცხლებს.
ნინო ბაკურაძე
ილუსტრატორი, რომლის ვიზუალური სამყარო რეალობასა და წარმოსახვას შორის მერყეობს, რაც გამოხატულია რბილი განწყობით, დახვეწილი სიმბოლიკითა და ემოციებით.
Mess Montage
ბერლინში მოღვაწე მხატვარი, რომლისთვისაც ინსპირაცია შეიძლება უამრავი წყარო იყოს. ძალიან ხშირად, ეს არის ის განწყობები, ხასიათები, რომლებიც მის გარშემო სამყაროს დაკვირვებისა და დეტალებში სილამაზის და სიღრმის შემჩნევის დროს იბადება.
თეკლე ღვანია
ქართველი ილუსტრატორი, რომელიც თხუთმეტი წლიდან ხატავს. მისი პრაქტიკა ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ არტისტს აქვს საკუთარი, წარმოსახვითი სამყარო და ხელოვნება ამ სამყაროს ფრაგმენტების ხილულად ქცევის გზაა. თეკლეს შთაგონებას აძლევს თვითგამოხატვა, მოდა და სიზმრები.
ანანო ქევანიშვილი
ანანო ქევანიშვილი ქმნის ვიზუალურად რთულ ნახატებს, რომლებიც მგრძნობელობითა და ქართული კულტურული სიმბოლიზმით არის დატვირთული.
ლი ჰანი
არტისტი, რომლის ნამუშევრებიც სითბოს, სიხარულსა და ოცნების ელფერს ასხივებს. მისი სტილი ნაზ ხაზებს მხიარულ ფერებთან აერთიანებს და ქმნის ილუსტრაციებს, რომლებიც როგორც სპონტანური, ასევე განსაზღვრულია
ოლიკო ტყებუჩავა
ქართველი მხატვარი, რომელიც მინიმალისტური ვიზუალური ენით და დახვეწილი კომპოზიციური ბალანსით გამოირჩევა. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია სიმარტივეზე, სიცხადესა და ემოციურ რეზონანსზე.
ალექს ბაზუაშვილი
მხატვარი, რომლის ნამუშევრები რბილი ფერებითა და მინიმალისტური ფორმებით გამოირჩევა. ისინი გადმოსცემს ყოველდღიურობის ნაზ რიტმს, მცირე პაუზების სილამაზეს და დროის სიმშვიდეს.
გიორგი აბუაშვილი
გიორგი აბუაშვილი (დ. 1979, თბილისი), ცნობილი როგორც ბუდუ. მისი ნახატები ექსპრესიული ფუნჯის, ბუნდოვანი ფორმებისა და ჰარმონიულად ცოცხალი ფერთა ველების მეშვეობით გადმოსცემს აბსტრაქციასა და ემოციებს.
ბიანკა რობერტსი
შემოქმედებითი მოგზაურობა ბუნებასა და სხვადასხვა ქვეყნების კულტურებს შორის – ეს ბიანკა რობერტსია, ავსტრალიელი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს.
მარიამ დავითური
მარიამ დავითურის ფოტოგრაფია მშვიდ და ხშირად შეუმჩნეველ მომენტებს აცოცხლებს. ნახევრად ცარიელი სივრცეები, შორიდან დანახული ფიგურები და რბილი სინათლე, რომელიც სივრცეში მოძრაობს.
ევგენია
უკრაინელი ხელოვანი, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. ევგენია ქმნის სამყაროებს, რომლებიც სიზმარსა და რეალობას შორის არსებობს.
მისი შემოქმედება შთაგონებულია როგორც მიკრო, ასევე მაკრო სამყაროთი - სოკოებიდან, კოსმოსამდე.
ანდრეა ჩიოჩირლანი
არტისტის შემოქმედება დაფუძნებულია მოგონებებზე, თხრობასა და ყოველდღიური სილამაზის სიყვარულზე. ანდრეა ნაცნობ ობიექტებს ფერად და წარმოსახვით სავსე სცენებად გარდაქმნის, რომლებიც ერთდროულად ნოსტალგიურიცაა და თანამედროვე.
არქიტექტურით, კინოთი და 90/2000-იანი წლების ვიზუალური კულტურით შთაგონებული, მისი ილუსტრაციები თამაშის ელემენტებსა და გამორჩეულ დიზაინერულ ხედვას შორის ბუნებრივ ბალანსს ქმნის.