ვინტაჟური ავეჯი - განახლებული და რესტავრირებული დაეს მიერ
აღმოჩინეთ რესტავრირებული და განახლებული ვინტაჟური ავეჯი, რომელიც შექმნილია დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით, ხარისხიანი მასალებითა და არტისტების ნახატებით დაბეჭდილი ტექსტილით. განაახლეთ ძველი ავეჯი და აჩუქეთ მეორე სიცოცხლე, დაესთან ერთად.
დაეში თითოეული სავარძელი, დივანი თუ სხვა ტიპის ავეჯის ნაჭერი სრულად იშლება, რესტავრირდება და ახლდება დაპრინტული ტექსტილით, რომელზეც ჩვენს არტისტებთან ერთად ვმუშაობთ. დაეს მიზანია ვინტაჟური ავეჯის არტ ობიექტად გადაქცევა და თანამედროვე ინტერიერში მისი ინტეგრირება.
დაე ახდენს ვინტაჟური ავეჯის რესტავრაციას და ახლებურ ინტერპრეტაციას. თითოეული სავარძელი ან დივანი ხელით ახლდება, რესტავრირდება და იძენს ახალ, მეორე სიცოცხლეს.
ჩვენი ავეჯი აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობას, თანამედროვე ესთეტიკას, ქმნის განსაკუთრებულ გარემოს ნებისმიერ სივრცესა და ინტერიერში.