დაბრუნებული სიცოცხლე

Reborn

არსებობენ ნივთები, რომლებიც უბრალოდ ავსებენ სივრცეს და არიან ისეთები, რომელნიც ცვლიან ხასიათს, ენერგიასა და ატმოსფეროს.
ჩვენ ვქმნით ავეჯს, რომელიც ოთახში მთავარი აქცენტია, თქვენს ისტორიებს ჰყვება და სივრცეს სრულად გარდაქმნის.

პირველი ნაბიჯები და შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელობა

პროექტზე მუშაობა 2024 წელს დავიწყეთ. ეს იყო რთული, მაგრამ უკიდურესად შთამაგონებელი პროცესი — დეტალების სიზუსტე, ფერების დამუშავება და ფორმების გააზრება ჩვენს ყოველდღიურობად იქცა.
დღეს სწორედ ამ პრინციპით ვაგრძელებთ განვითარებას და ახალ კოლექციებზე მუშაობას.

ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია სამეული — დივანი და ორი სავარძელი, რომელზეც ანანო ქევანიშვილთან ერთად ვიმუშავეთ. მისი ილუსტრაცია ასახავს დადიანებისა და ჭავჭავაძეების ისტორიას და ამავდროულად თანამედროვე შტრიხები შემოაქვს დიზაინში. ეს ერთობლიობა ქმნის ნივთს, რომელიც ვიზუალურ ელეგანტურობასთან ერთად, ისტორიულ ღირებულებასაც ატარებს.

მინიმალისტურ სივრცეში ჩვენი ავეჯი თითქოს “პულსივითა”, ის არ საჭიროებს სხვა ნივთებს, რათა განწყობა შექმნას. საკმარისია ერთი კარგად გააზრებული ობიექტი.
მაქსიმალისტურ გარემოში კი ჰარმონიულად ერწყმის მრავალფეროვნებასა და სიფერადეს - ინარჩუნებს თავის ინდივიდუალურობას, მაგრამ აქვს დიალოგი სხვა ტექსტურებთან, ობიექტებთან.

 არ დავკარგოთ ის, რაც უკვე არსებობს.

დღეს, როცა მასობრივი წარმოება უზარმაზარ გავლენას ახდენს გარემოზე, ძველი ავეჯის შენარჩუნება და განახლება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური არჩევანი - ეს არის პასუხისმგებლობა.

ძველი ავეჯის გადაგდება ნიშნავს:

ახალი მასალების წარმოებას,

ბუნებრივი რესურსების არასაჭირო მოხმარებას,

ენერგიის დიდ ხარჯს

და უფრო მეტ ნარჩენს.

ეს არის დიზაინი, რომელიც ზრუნავს ადამიანზე, სივრცესა და ბუნებაზე.

ჩვენი სამმხრივი მოდელი:

1. DAE-ს კოლექცია:
გთავაზობთ განახლებულ ავეჯს ჩვენი კოლექციიდან. თითოეული ნიმუში - რესტავრირებული და სრულად განახლებული, მზად არის დაუბრუნდეს ინტერიერს ახალი იერით.

2. შენი ავეჯი, ახალი სახით:
შეგიძლიათ მოგვიტანოთ თქვენი ძველი ავეჯი — ჩვენ მას ვიზუალურად და სტრუქტურულად სრულად განვაახლებთ. არტისტთან თანამშრომლობით შეიქმნება დიზაინი, რომელიც თქვენს სივრცესა და გემოვნებას მოერგება.

3. ინდივიდუალური პროექტები:
ვმუშაობთ სპეციალურ შეკვეთებზე კაფეებისთვის, სასტუმროებისთვის, ბინებისთვის, რომლებსაც უნიკალური ატმოსფეროს შექმნა სურთ. ავეჯი, ტექსტილი, დეკორატიული ელემენტები — ყველაფერს ვარგებთ საერთო კონცეფციას.

შენი ავეჯი - შენი თანამგზავრია.
DAE-სთან ერთად შეგიძლია ის არა უბრალოდ განაახლო, არამედ სრულად გარდაქმნა და აქციო ისტორიულ, ვიზუალურად გამორჩეულ და შენი სივრცის ღირებულ ნაწილად.