Scroll down for the English version. 
DAE • დაე: ხელოვნება, რომელიც დროსა და სივრცეს სცდება
DAE • დაე არ არის მხოლოდ ბრენდი – ეს არის იდეა, რომელიც არტისტებსა და საზოგადოებას აკავშირებს. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნება არ უნდა იყოს მხოლოდ გალერეებში გამოფენილი ან შორიდან დასაფასებელი; ის უნდა ცოცხლობდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, ნივთებში, რომლებსაც ვიყენებთ, ისტორიებში, რომელთაც ვყვებით.
ყველაფერი 2023 წელს დაიწყო, როდესაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ახალბედა თუ გამოცდილ არტისტებს და მათი ილუსტრაციებით შექმნილ ნამუშევრებს ახლოს გააცნობდა საზოგადოებას.
DAE • დაე – სახელი, რომელიც მეტს ამბობს
DAE • დაე ჩვენი ფილოსოფიის ერთგვარი მანიფესტია. ის მოდის პროგრამა Lumion-ის 3D ფაილის სახელიდან, რაც დიზაინისა და არქიტექტურის სიმბოლოა. ამასთან, "დაე" ქართულად აღნიშნავს თავისუფლებას, ბუნებრივ დინებას და შეუზღუდავი კრეატიულობის გამომხატველია. ეს კი სწორედ ჩვენი ხედვაა – მივცეთ სივრცე ხელოვნებას, რომ ის იყოს და იარსებოს თავის ბუნებრივ ფორმებში.
რას ვქმნით?
DAE-ს კოლექციები აერთიანებს:
პოსტერები – თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებზე დაფუძნებული უნიკალური დიზაინები.
შარფები – რომლებიც ჩვენი არტისტების ილუსტრაციებითაა დაბეჭდილი, რაც მათ განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს;
ავეჯის რენოვაცია – მეორე სიცოცხლე ძველ ავეჯს და სპეციალურად მათთვის შექმნილი დიზაინები, რომლებზეც ჩვენი გუნდი ერთობლივად მუშაობს.
ხელნაკეთი ხის სანათები – მეორადი ნატურალური მასალებით შექმნილი უნიკალური დიზაინის განათება, რომელიც სივრცეს სიმყუდროვესა და ესთეტიკას მატებს.
ტექსტილი სახლისთვის – ორიგინალური დიზაინის სუფრები, რომლებიც ინტერიერს ინდივიდუალურობას და ხელოვნების ნოტებს შემატებს.
 
ჩვენი ფილოსოფია
DAE • დაე - სთვის მთავარი ფასეულობა დეტალებსა და მის არტისტებშია. 
ჩვენ გვჯერა, რომ საგნები, რომლებსაც ვიყენებთ, უნდა ატარებდნენ ისტორიას და ემოციას. ამიტომ, თითოეული ნამუშევარი სიყვარულითა და დიდი ყურადღებით იქმნება. 
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არტისტებთან თანამშრომლობას. DAE-ს მთავარი იდეაა მხატვრებისა და დიზაინერების ხედვის გაცოცხლება რეალურ, ხელშესახებ ობიექტებში. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც გამოცდილ, ასევე ახალბედა შემოქმედებთან, რომლებსაც საკუთარი უნიკალური ხელწერა და ისტორია აქვთ. სწორედ მათი შექმნილი ნამუშევრები აყალიბებს ჩვენი კოლექციების შთამბეჭდავ სახეს.
მოგვიანებით რა გელით?
ამ ბლოგში გაგიზიარებთ არა მხოლოდ ამბავს ჩვენზე, არამედ მოგიყვებით ჩვენს არტისტებზე, მათ ინსპირაციებზე, განახებთ კადრებს კულისებს მიღმა და იმ გზას, რომელიც ყოველი ახალი პროდუქტის შექმნის უკან დგას. ერთად შევქმნათ ის, რაც ძვირფასია!
